ევროკომისარი პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდა

14 ივლისი 2016, 00:00 3997 ნახვა

ბათუმში მყოფ ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგნელებს ხვდება. მანამდე კი აუდიენცია შედგა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან. ევროკომისარმა გიორგი მარგველაშვილს დაუდასტურა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ სრულყოფილად შეასრულა ყველა ვალდებულება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების გზით. პრემიერთან საუბრის მთავარი თემები ევროინტეგრაციის პროცესი და ვიზალიბერალიზაცია იყო. ჰანის განცხადევბით საქართველო უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ ოქტომბრიდან მიიღებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი