სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს

15 ივნისი 2018, 00:00 3040 ნახვა

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირს, რომელიც გუშინ ქობულეთში დააკავეს. მას ბრალად ედება სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობა.

ამ საქმეზე კვალიფიკაცია ცოტა ხნის წინ შეიცვალა და განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაული დაემატა. ცნობილია რომ შემთხვევა გვიან ღამით, მაშინ მოხდა როდესაც პოლიციის უფროსი დენდროლოგიურ პარკში გადასატანად ხეს აცილებდა.

გარდაცვლილი გულისა და მუცლის არეში იყო დაჭრილი ბლაგვი საგნით, იგი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დღეს გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში