''ჭიტა'' - ამ სახელწოდების გამოფენა გაიმართა ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში. ორგანიზატორებმა ღონისძიება წონადეფიციტურ და დღენაკლულ ბავშვებს მიუძღვნეს. მათი თქმით, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების როლი შეუცვლელია. პატარების სიცოცხლის გადარჩენისთვის, მადლობის სიგელები მედიკოსებს გადაეცათ. მუზეუმის ეზოში ახალშობილთა ფოტოსურათებიც იყო გამოფენილი. დღესვე, ტექნოლოგიური მუზეუმის მეგობართა კლუბს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატა, რის აღსანიშნავადაც ზეიმი მოეწყო.