ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს იწყება

14 ივნისი 2018, 00:00 9203 ნახვა

დღეს, 2018 წლის 14 ივნისია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის მსოფლიოს 21-ე ჩემპიონატი იწყება. პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირს რუსეთი მასპინძლობს.

მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1930 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. გამონაკლისი 1942 და 1946 წლები, როცა ჩემპიონატი მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა.

წლევანდელ ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს. თამაშები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება. მუნდიალზე ვერ ვიხილავთ იტალიისა და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებებს, რადგან  საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახეს. 

პირველი თამაში დღეს, მოსკოვში, „ლუჟნიკებზე“ გაიმართება. ტრადიციულად ჩემპიონატის გახსნის დღეს მასპინძელი გუნდი თამაშობს. ერთმანეთს რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალი თბილისის დროით  19:00 საათზე დაიწყება და მატჩით გაგრძელდება. 

1930 წლიდან დღემდე, მსოფლიოში სულ 8 ეროვნული ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ბრაზილია - 5
გერმანია - 4
იტალია - 4
არგენტინა - 2
ურუგვაი - 1
საფრანგეთი - 1
ესპანეთი -1 
ინგლისი - 1

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში