ვინ ჩაანაცვლებს გიორგი კვირიკაშვილს? - სამი სავარაუდო კანდიდატი სახელდება

13 ივნისი 2018, 00:00 1992 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამ კანდიდატურას განიხილავს. კვირიკაშვილის შემცვლელად სამი კანდიდატი სახელდება - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია,  ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. 

ხვალ უმრავლესობის წევრები თბილისში შეიკრიბებიან და სხდომაზე გადაწყდება ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი.

პარლამენტში სავარაუდო კანდიდატებზე განცხადებებს ამ ეტაპზე არ აკეთებენ. დეპუტატები ამბობენ, რომ საზოგადოება უნდა დაელოდოს პროცედურებს.

კანონმდებლობის მიხედვით, მმართველმა გუნდმა საქართველოს პრეზიდენტს 7 დღეში კონკრეტული კანდიდატურა უნდა შესთავაზოს პრეზიდენტს, რომელსაც წარუდგენს პარლამენტს. პრემიერობის კანდიდატს დასახელებიდან ერთი კვირა ექნება იმისთვის, რომ მთავრობის გუნდის ჩამოაყალიბოს და წარუდგინოს პარლამენტს. კანონი 7 დღიან ვადას აძლევს კანონმდებლებსაც  მთავრობის დასამტკიცებლად. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 76 კანონმდებლის ხმა. 

პარლამენტში მიიჩნევენ, რომ პროცესები უფრო სწრაფად განვითარდება და მთავრობა იმაზე მოკლე დროში დაკომპლექტდება, ვიდრე კანონმდებლობითაა გაწერილი. 

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.  პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი