სარალიძის საქმეზე საპარლამენტო კომისია 39 პირს დაკითხავს

13 ივნისი 2018, 00:00 1863 ნახვა

სარალიძის საქმეზე საპარლამენტო კომისია 39 პირს დაკითხავს. მათ შორის იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, ყოფილ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას. 

დასაკითხ პირთა სია პარლამენტში დღეს გავრცელდა. დოკუმენტის მიხედვით, დაიკითხება ყველა ის პირი, რომლებსაც შემხებლობა შეიძლებოდა ჰქონოდა უშუალოდ დანაშაულთან ან დანაშაულის შემდეგ მიმდინარე პროცესებთან. ასევე, ის პირები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ან ახლა ხელმძღვანელობენ გამოძიების პროცესს. 

კომისია დაკითხვაზე იბარებს პროკურატურისა და შს სამინისტროს 10-10 თანამშრომელს. 

დასაკითხ პირთა შორის თავისთავად მოხვდნენ 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვანის მშობლები, ზაზა სარალიძე და დავით დადუნაშვილი ადვოკატებთან ერთად. ასევე, ის არასრულწლოვნები მშობლებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში. დაიკითხება ზვიად კუპრავა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და  საქმეზე მომუშავე 6 ექსპერტი.

 

 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი