პროკურატურამ მარნეულის მერი დააკავა-შეფასებები პარლამენტში

13 ივნისი 2018, 00:00 1450 ნახვა

მარნეულში მოქალაქის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, პროკურატურამ მარნეულის მერი დააკავა. თემურ აბაზოვს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 დან 10 წლამდე პატირმობა ემუქრება. მომხდარ ფაქტს პარლამენტის წვერების ნაწილი პროვოკაციად აფასებს, ნაწილი კი ფიქორბს, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. 

თემურ აბაზოვის დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. თავდაპირველად ინფორმაცია “სათემო რადიომ” გაავრცელა, მოგვიანებით კი სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.  მარნეულის მერი, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, მოქალაქეს, ვინც მარნეულის მერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახე სავარაუდოდ შარდით დააბანინეს და ბოდიში მოახდევინეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი