ნაციონალური მოძრაობა აჭარაში ახალი სამინისტროს შესაძლო შექმნას აპროტესტებს

13 ივნისი 2018, 00:00 1430 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად აჭარის მთავრობაში ახალი სამინისტროს შესაძლო შექმნას აპროტესტებს. რეზო ხარაზის ინფორმაციით, დაგეგმილია ტურიზმის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების შექმნა, რაც მისი თქმით, გაზრდის ადმინისტრაციულ ხარჯებს.

აჭარის მთავრობაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ახალი სამინისტროს შექმნის შესახებ მთავრობაში გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სამინისტროს შექმნის შემთხვევაში კი იგი ბიუჯეტს მძიმე ტვირთად არ დააწვება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი