პრეზიდენტმა აჭარაში სახელმწიფო რწმუნებული დანიშნა

14 ივლისი 2016, 00:00 4839 ნახვა

საქართველოს პრეზინდეტმა აჭარაში სახელმწიფო რწმუნებულად ზურაბ პატარაძე და ადმინისტრაცია დანიშნა. ამის პარალელურად, ქვეყნის პირველმა პირმა პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა. გადაწყვეტილების შესახებ გიორგი მარგველაშვილმა უმაღლეს საბჭოში გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა. როგორც პრეზინდეტმა ჟურნალსიტებს განუცხადა, მან გადაწყვეტილება მყისიერად მიიღო, გუშინ კი რეგიონის მთავრობა მიმართვის საფუძველზე გადააყენა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში