დღეს მეთერთმეტე კლასელები გეოგრაფიაში გამოცდას აბარებენ

12 ივნისი 2018, 00:00 1328 ნახვა

დღეიდან მეთერთმეტე კლასელები საატესტატო გამოცდებს ჩააბარებენ. მოსწავლეები პირველ გამოცდას გეოგრაფიაში , კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტს აბარებენ.

წელს ცვლილებებია. ისევე როგორც დამამთავრებელ კლასში, მეთერთმეტე კლასელების დავალებაც ქულით აღარ ფასდება და ბარიერის გადალახვის შემდეგ ტესტი ჩაბარებულად ითვლება. ბათუმში წელს საატესტატო გამოცდაზე ათას 930 მოსწავლე გავა. ხვალ გამოცდა ბიოლოგიაში ჩატარდება, შემდეგ ფიზიკაში, 15 ივნისს კი ქიმიის გამოცდით დასრულდება.  

ამავე კატეგორიაში