''ახალი გამოწვევები ქართულ-რუსულ ურთიერთობებში'' - ფორუმი ბათუმში

14 ივლისი 2016, 00:00 4220 ნახვა

''ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები'' -- კიდევ ერთი კონფერენცია ბათუმში ამ თემაზე მიმდინარეობს. რეგიონულ ფორუმში რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენელები მონაწილეობენ. ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის განიხილება ყარაბაღის კრიზისის გავლენა რეგიონალურ ურთიერთობებზე, აფხაზეთსა და ოსეთში არსებული ვითარება, ისლამის რადიკალიზაციის საფრთხე და ქართულ-რუსული ურთიერთობები. ფორუმი პროექტ "ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის" ფარგლებში ტარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი