საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს აპროტესტებს ნაკაშიძეების ოჯახი. მახინჯაურში სახლების აღება ბათუმი- ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო გახდა აუცილებელი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯინჭარაძის ქუჩაზე შენობებს მძიმე ტექნიკით ანგრევენ და ბიძგები საფრთხეს უქმნის მათ საცხოვრებლებს.
როგორც ჰორტენზიის 5 ნომერში მცხოვრები თამარ ნაკაშიძე ყვება, ნგრევა მათი სახლიდან რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს, რის გამოც თავს მეზობლებს აფარებენ. ისინი საცხოვრებელი სახლების ერთიანად გამოსყიდვასა და დროულ დემონტაჟს ითხოვენ.
ნაკაშიძეები 6 თვეა ელოდებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან რეაგირებას. “მთავარი” უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.