აჭარის მთავრობის თავმდჯომარის პოსტზე ამ დრომდე ერთადერთი კანდიდატი ყაზახეთში საქართველოს სრულფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე სახელდება. იგი 2011-2012 წლებში მუშაობდა თურქეთში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობაზე. 2009-2010 წლებში საბერძნეთში, კერძოდ სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული იყო. 2007-2009 წლებში კი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსულად მუშაობდა. ასევე 1996-2000 წლებში იყო რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ინსპექტორი, მას ეკევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიცია.