ეკა ბესელია ზაზა სარალიძის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიიდან მისი აცილების თაობაზე, „პოლიტიკურ გზავნილს“ უწოდებს ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა.
''ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.
ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით , უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!
მე არცერთ ეთერში და მათ შორის რუსთავი 2 ის ეთერში სადაც თქვენც იყავით არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას.
ნაც მოძრაობას რასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ!
ძალიან უცნაურია იმ კომისაში სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ევროპული საქართველოს, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია , ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას.
ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის''- წერს ეკა ბესელია
"ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.