დღეს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის XIV ტურის შეხვედრები გაიმართება. ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს.
ამ მომენტისთვის "დინამო" ჩემპიონატში 23 ქულით მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ნორჩ დინამოს". "სამგურალს" კი 14 ქულა აქვს და გასავარდ ზონაში იმყოფება.
დღეს, კიდევ 2 მატჩი გაიმართება:
გაგრა - ვიტ ჯორჯია 17:30 საათი
მერანი - შევარდენი 17:30 საათი
რაც შეეხება ქობულეთის "შუქურას", ქობულეთელები 10 ივნისს სტუმრად "თელავს" დაუპირისპირდებიან. შეგახსნებთ, "შუქურამ" 13 ტურის განმავლობაში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ, რის გამოც ,,მთავარი” 21 საათზე ეთერში არ გავა.