2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია. ინფორმაცია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:
2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა დალიტერატურა;
5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
9 - ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
10 - ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
10 - ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
13 - ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;
16 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
17 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
19 - ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
20 - ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
23 - ივლისი (მეორე სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
24 - ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
25 - ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
25 - ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
26 - ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.
წელს აჭარაში მხოლოდ ერთი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება.