აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელვაჩაურში, ქედასა და შუახევში ბუნებრივი აირის ცენტრალური მილის გაყვანის სამუშოები ერთ თვეში დასრულდება.
მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემებით, გაზიფიცირების დასრულების ვადა კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ მომავალი წლის გაზაფხულამდე ჰქონდა.
კომპანია ხელვაჩაურიდან შუახევამდე 65 162 მეტრი სიგრძის მილი გაჰყავს, რომელმაც ბუნებრივი აირით სამი მუნიციპალიტეტი უნდა მოამარაგოს.
"ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მახუნცეთის ტერიტორიაზე. ქედის 65 კილომეტრიან მონაკვეთზე გაზიფიცირება 2019 წლის გაზაფხულის ნაცვლად, ერთ თვეში დასრულდება. მილები უკვე ჩადებულია 51 კილომეტრზე. სამუშაოებში ჯამში 90 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარს შეადგენს" - წერია მთავრობის პრესს რელიზში.
სამუშაოები ადგილზე აჭარის მტავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მოინახულა.
ფოტო: აჭარის მთავრობა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური