თამარის დასახლებაში ახალი ბაღი აგვისტოში გაიხსნება

07 ივნისი 2018, 00:00 1627 ნახვა

თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების 7 ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელს მოემსახურება.

უკვე დასრულდა კარკასის მოწყობა და ელექტრო სისტემის მონტაჟი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის, საკანალიზაციო და გათბობის სისტემის მოწყობა, იატაკისა და კიბეების მოპირკეთებითი, ასევე, სამღებრო სამუშაოები. მშენებლობა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება მილიონ 646 ათას 930 ლარია. სამუშაოებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი გაეცნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი