მომდევნო სამი დღის განმავლობაში, სანაპირო კურორტებზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ბათუმში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მაგრამ არ იწვიმებს. მოსალოდნელია დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა ღამით +18 იქნება, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება.
სანაპირო ზოლისგან განსხვავებით, დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში, სიცხის ფონზე, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია.