პარალელურად მიმდინარეობს განახლებული გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, თუ გამოძიების პროცესში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის გამოკითხვის აუცილებლობა დადგა, ის აუცილებლად გამოიკითხება.
რაც შეეხება ფარდულის დანგრევას, მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფარდული ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით დაინგრა და ამაში არც ერთი თანამდებობის პირის ხელი არ ურევია. სწორედ ფარდულისა და სხვა მტკიცებულებების განადგურებაზე მიუთითებს ზაზა სარალიძე და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ შსს-ში დაბრუნებული გამოძიება ახალს ვერაფერს დაადგენს.