ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

06 ივნისი 2018, 00:00 1209 ნახვა

სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის „აღიარებას“ გმობს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. განცხადება საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ციტატა: “ლატვია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილებად მიიჩნევს.

მოვუწოდებთ კონფლიქტის მხარეებს, კონსტრუქციულად ითანამშრომლონ კონფლიქტის დასარეგულირებლად ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში