ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთში

06 ივნისი 2018, 00:00 1404 ნახვა

ქობულეთში გელაურისა და კარიერის დასახლებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კარიერის დასახლებაში, ფიროსმანის და ლეონიძის ქუჩებზე მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები.

გელაურის დასახლებაში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის, თხილაიშვილისა და წერეთლის ქუჩებზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 3 მილიონ 600 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი