კოალიციურ რეჟიმში მუშაობასა და მმართველ პარტიასთან გარიგებაში ადანაშაულებს აჭარის უმაღლესი საბჭოს – თავისუფალი დემოკრატების, ეროვნული ფორუმისა და რესპუბლიკური პარტიის წევრებს კოლეგა ნაციონალური მოძრაობიდან. პეტრე ზამბახიძე პარტიის ლიდერებს რეგიონის საკანონმდებლო ორანოში მათი დეპუტატების პოლიტიკური შეხედულებების გადამოწმებასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს. ზამბახიძის განმარტებით, ეროვნული ფორუმის, რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების წევრების გარიგებაზე “ქართულ ოცნებასთან” უსკოს თავმჯდომარის კანდიდატის მხარდაჭერა და ზურაბ პატარაძესთან გამართული კონსულტაციები მიუთითებს.