30 წლიანი პაუზის შემდეგ აჭარაში აბრეშუმის წარმოება განახლდა

05 ივნისი 2018, 00:00 2054 ნახვა

 აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაახლოებით 30 წლიანი პაუზის შემდეგ ქობულეთში მეაბრეშუმეობის  პროგრამა დაიწყო. გვარას აგროსევისცენტრში აბრეშუმის ჭიისგან აბრეშუმის პარკი აწარმოეს და დღეს  სპეციალურად შექმნილ ძრავიან დანადგარზე ძაფის ამოხვევის საპილოტე საჩვენებელი პროცესი მოეწყო. საჩვენებელ-სასწავლო პროცესს დღეს მაღალმთიანეთის ფერმერები გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამომავლოდ საჭირო დანადგარებზე თანადაფინანსების პროგრამის  განხორციელებას გეგმავს რათა დარგი განვითარდეს. უწყებაში ამბობენ, რომ მათი გათვლებით  სამი შრომისუნარიანი წევრისგან შემდგარ  ოჯახს შესაბამისი რაოდენობის თუთის ნარგაობით  შეუძლია 40 დღის განმავლობაში აწარმოოს 100 კგ აბრეშუმის პარკი, რაც 300 დოლარის ან ლარში 750 ლარის ტოლფასია.

ასევე სამინისტოს ინფორმაციით, გეგმაშია აბრეშუმის პარკის მიმღები საწარმოს  მშენებლობაც, თუმცა საკითხზე ჯერჯერობით მუშაობა მიმდინარეობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში