ბოძაურში ნარგავების სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვენ

04 ივნისი 2018, 00:00 3684 ნახვა

ბეშუმამდე მისასვლელი გზის გარდა, წლებია მოსაწესრიგებელია ცენტრალური მაგისტრალის ხულო-ახალციხის მონაკვეთი. სწორედ ამ გზით სარგებლობენ მოიალაღეები და ტურისტები.

სამუშაოების დაწყებამდე ხულოში, სოფელ ბოძაურში, გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები, მიწების ათვისების სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვენ, ამბობენ რომ მათ ნაწილს მხოლოდ ნერგების საფასური გადაუხადეს.

ცნობისთვის ოჯახების უმრავლესობას ტერიტორიები არ აქვს დარეგისტრირებული, თუმცა მიწით ათეულობით წლებია სარგებლობენ. საქართველოს საგზაო დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებენ, ერთ-ერთი ბოლო განცხადების დროს კი აღნიშნეს, რომ კომპენსაციას მხოლოდ იმ ოჯახებზე გასცემენ, რომლებსაც მიწა დარეგისტრირებული აქვთ.

ამასთან ხულოს მერიის ინფორმაციით აღნიშნული ტერიტორიები სატყეო სააგენტოს ბალანსზეა და სამართლებრივად შეუძლებელია მათი დარეგისტრირება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი