საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი სასკოლო განათლებაში – საერთაშორისო კვლევების პრეზენტაცია გაიმართა დღეს ბათუმში.
განათლების სამინისტროს მკვლევარებმა წარმოადგინეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში ზოგადი განათლების მაჩვენებლები წლებია უცვლელია და სახელმწიფო მსოფლიო ქვეყნების ჩამონათვალში არსახარბიელო პოზიციაზეა.
მკვლევარები ფაქტს, რომ ქვეყანაში განათლების დონე არ ვითარდება, არათანმიმდევრულ რეფორმებს უკავშირებენ.