დახარჯული ასობით ათასი ლარი და კვლავ უწყლოდ დარჩენილი 100-მდე ოჯახი – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში წყლის სისტემას სრული რეაბილიტაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა 8 თვის წინ ავზი მეწყრული პროცესის განვითარებამ დააზიანა.
ჩახერგა გზაც, რის გამოც როგორც მერიაში ამბობენ გართულდა მისი გაწმენდა და აღდგენა. დამატებითი თანხა გამოიყო ახალი პროექტისთვის და ხელახალი რეაბილიტაცია მიმდინარე წელს იგეგმება. ცნობისთვის შუახევში ბოლო სამ წელიწადში 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, დაწყებული პროექტები კი ამ დრომდე არაა დასრულებული.