პრემიერთან პოლიტიკოსების გარეშე - შეხვედრის ფორმატი განისაზღვრა

04 ივნისი 2018, 00:00 1844 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შეხვედრის ფორმატი განისაზღვრა. ცნობილია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატებს შეხვდება.

აუდიენციას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც დაესწრებიან. მათი დასწრება სალარიძის მოთხოვნაა 

ინფორმაცია ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შალვა თადუმაძემ მიაწოდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა.

დღეს დილით გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერი მზად იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, მოკლული მოზარდების მშობლებს შეხვედროდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში