დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. ალექსანდრე ჯეჯელავა პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ცვლილებები პოზიტიური იქნება განათლების სისტემის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის. მისივე ინფორმაციით, ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება, რაც მისი თქმით, მასწავლებელს გაუჩენს მოტივაციას, რომ პროფესიული მომზადების შემდეგ საფეხურებზე გადავიდეს.