ლიფტში ქალის დაჭრისთვის ბრალდებულის პროცესი დაიწყო

04 ივნისი 2018, 00:00 2169 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასმართლოში, 27 მაისს, საცხოვრებელი სახლის ლიფტში, ახალგაზრდა ქალისთვის მრავლობითი ჭრილობის მიყენებაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დაიწყო. 

26  წლის გერმან ჩ. პოლიციამ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მიიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იგი ორი დღის წინ, სასტუმრო "თანამგზავრთან" დააკავა, მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობიაში ედება. 
გერმან ჩ. წარსულში 2 ჯერ არის ნასამართლევი, ის ქურდობისთვის და დანაშაულის დაფარვისთვის იხდიდა სასჯელს.

შსს ინფორმაციით, 27 მაისს, საცხოვრებელი სახლის ლიფტში, გერმან ჩ. 60 -მდე სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა ახალგაზრდა ქალს და ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. 

დაჭრილი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის საავადმყოფოში რჩება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში