უცნობია რა მოტივით დაესხა ლიფტში ქალს 26 წლის კაცი - ბრალდებული სპეცოპერაციით აიყვანეს

02 ივნისი 2018, 00:00 2583 ნახვა

სამართალდამცველებმა ლიფტში ახალგაზრდა ქალზე თავდამსხმელი დააკავეს, რომელიც ბათუმში სასტუმრო "თანამგზავრთან" იმყოფებოდა. ბრალდებული 1992 წელსაა დაბადებული, იგი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. 

სავარაუდოდ, პოლიციამ თავდამსხმელს სატელეფონო ზარის მეშვეობით მიაგნო, როგორც სასტუმრო "თანამგზავრის' მენეჯერი აცხადებს, ბრალდებულმა სასტუმროს თანამშრომელს სთხოვა ტელეფონით დარეკვა. ზარის განხორციელებიდან 10 წუთში სპეცოპერაცია განხორციელდა და ბრალდებული აიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 წლის გ.ჩ-მ,  27 მაისს, ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, 1985 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. 

32 წლის დაჭრილი ქალი, საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება.

შსს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი