''ზვიად კუპრავას პოლიტიკური შეხედულებები ჩემი პრობლემა არ არის'' - ზაზა სარალიძე

01 ივნისი 2018, 00:00 2140 ნახვა

​''ზვიად კუპრავას რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ეს ჩემი პრობლემა არ არის. საარჩევნო უბანზე ვინ შედის და რას შემოხაზავს, მე არ მაინტერესებს. ვითხოვდი ჩემი შვილის მკვლელების დასჯას. ზვიად კუპრავა რომ არ ყოფილიყო ამ საქმეს ფარდა არ აეხდებოდა'' - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ გააკეთა. ის ამბობს, რომ კუპრავა მისი მეგობარია, დახმარება კი ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში შესთავაზა. 

''2017 წლის 1 დეკემბერს, როცა ჩემი შვილი დაჩეხეს მეორე დღეს კი გარდაიცვალა ზვიად კუპრავა მოვიდა ჩემთან ოჯახში და მითხრა თუ წინააღმდეგი არ იქნები მე ამ საქმეს ჩემებურად გამოვიძიებო. ზვიად კუპრავა არის ჩემი მეგობარი, ძმაკაცი, ოჯახის ახლობელი. ადამიანმა დახმარება შემომთავაზა უარი მეთქვა'' - ამბობს სარალიძე. 

მთელი დღის განმავლობაში გარკვეული პირები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პროცესები პოლიტიკური პარტიების მხრიდან მართული იყო. აქციის ორგანიზატორები კი ირწმუნებიან, რომ რუსთაველის გამზირზე ისინი ზაზა სალარიძის ოჯახის პრობლემამ გააერთიანა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი