რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ზაზა სალარიძის სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე არსებობს და სამინისტრო მას მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს სთავაზობს.
''არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.