''დღეს აქ გამოვიდნენ ადამიანები და გააკეთეს განცხადებები, თითქოს აქ პოლიტიკოსები დგანან. არა მეგობრებო, აქციაზე სტუდენტები მოვედით, რომლებსაც მომხდარი ფაქტი გვტკივა'' - ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა.
ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკისგან შორს არიან და სოლიდარობას ზაზა სალარიძეს უცხადებენ.
''ჩვენ ვიხილეთ განაჩენი, რომელიც არის სამარცხვინო. ერთხელ მოკლული დავით სალარიძე და ლევან დადუნაშვილი გუშინ მორედ მოკლეს ამ სამარცხვინო განაჩენით. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს ჩანაწერი, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი, მაგრამ როდესაც მაღალჩინოსნების შვილებზე მიდგება საქმე კანონი, კონსტიტუცია ყველას ავიწყდება'' - ამბობს სტუდენტი.
რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს.