რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 16:00 საათზე განახლდება

01 ივნისი 2018, 00:00 1724 ნახვა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია, პირველ ივნისს, 16:00 საათზე განახლდება. ზვიად კუპრავას განცხადებით, ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. 

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შეკრებილებს მიმართა. ''ვისაც ღია ცის ქვეშ ღამის გატარება გიჭირთ, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ და აქციას ხვალ შემოუერთდეთ. ვისაც სურვილი გაქვთ დარჩით''. 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია კი, ბათუმში 19:00 საათზე განახლდება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის ორგანიზატორები და მოქალაქეები ისევ რჩებიან.

ამავე კატეგორიაში