მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება

01 ივნისი 2018, 00:00 2176 ნახვა

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება. მისი შვილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ფიგურირებს  და ის ერთ-ერთი მოწმეა. 

სამინისტრო უკვე დატოვეს საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ჯანაშიას ბიძამ და მამამ, რომლებიც დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. 

დღეს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანმა და მისმა ოჯახმა საქართველო დატოვა. პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა პირველ არხთან აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, გარკვეულმა პირებმა ტყუილი მიზანმიმართულად გაავრცელეს. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა,  ზაზა სარალიძე, მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სუბელიანი თანამდებობიდან მალევე გადადგა. 

ამავე კატეგორიაში