საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრიფინგს მართავს და დაზარალებულ ზაზა სარალიძეს გამოძიების პროცესში ჩართვას თავაზობს. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საზოგადოებაში გაჩენილი კითხვებზე პასუხის გასაცემად, საერთაშორისო პროკურორებისა და ექსპერტიზის ბიუროს ჩართავენ.
,,ჩვენ გვაქვს სამი შეთავაზება იმისთვის, რომ საზოგადოებაში გაჩენილი ლეგიტიმური კითხვებს სრულად გაეცეს პასუხი და არ დარჩეს განცდა, რომ პროკურატურამ რაღაცა არ გააკეთა ბოლომდე.
1. პროკურატურა მიმართავს შვეიცარიის ყველაზე ავტორიტეტულ ლოზანიის საექსპერტო ბიუროს, რომ ხელმეორედ შეისწავლოს ის მასალები და მტკიცებულებები, რომლებზეც დასკვნა დადო სამხარაულის საექსპერტო ბიურომ. არ გვაქვს კითხვები სამხარაულთან, მაგრამ ვინაიდან არსებობს კითხვები საექსპერტო ნაწილში, ეჭვი აქვს ბატონ ზაზა სალარიძეს, ვფიქრობთ, რომ ყველა მასალა და მტკიცებულება გადაიგზავნოს შვეიცარიაში და თავიდან დაიდოს საექსპერტო დასკვნა.
2. გამოძიებაში ჩაერთოს საერთაშორისო პროკურორები, რადგან არ გაჩნდეს კითხვები ობიექტურობასთან დაკავშირებით.
3. ვთავაზობთ ზაზა სალარიძეს, დაზარალებულმა და მისმა ადვოკატებმა იმუშაონ უცხოელ ექსპერტებთან და პროკურორებთან, დასვან ნებისმიერი კითხვა მათთან. ამაზე სპეციალური დადგენილება გამოიცემა - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.