''არასწორია ერთ მხარეს გამოუცხადოთ ნდობა და მეორე მხარეს უნდობლობა, უნდა გავარკვიოთ რეალურად რაშია საქმე'' - ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2018, 00:00 1734 ნახვა

"როდესაც ორი ადამიანი, ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მორე შემთხვევაში – მცდელობაზე, აშკარაა, რომ საქმე ბოლომდე არის მისაყვანი" – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ საქმეზე პროკურატურა გეგმავს სააპელაციო დონეზე განაჩენის გასაჩივრებას.

„საქმე ეხება არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას. მოვისმინეთ ჩვენ განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით, მოვისმინეთ პროკურატურის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ არ გაიზიარა სასამართლომ მისი მტკიცებულებები. შესაბამისად, პროკურატურა გეგმავს სააპელაციო დონეზე განაჩენის გასაჩივრებას და მინდა იმედი გამოთქვა, რომ  მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას. როდესაც ორი ადამიანი, ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მორე შემთხვევაში – მცდელობაზე, აშკარაა, რომ საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ თქვენგან განსხვავებით, აპრიორი არც ერთ მხარეს არ ვუცხადებთ ნდობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს და საბოლოოდ უნდა დადგეს სამართლიანი განაჩენი. ეს არის ჩვენი პოზიცია და შესაბამისად, არასწორია აპრიორი ერთ მხარეს ნდობის გამოცხადდეს და მეორე მხარეს უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ უნდა გავარკვიოთ რეალურად რაშია საქმე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ამავე კატეგორიაში