მოზარდების მკვლელობის საქმე - შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

30 მაისი 2018, 00:00 1464 ნახვა

''6 თვე პროკურორების დაკრულზე ვიცეკვე, რომლებიც ყველაფერს მატყუებდნენ და არანაირი სურვილი არ მაქვს შოთაძეს მარტო ჩემს ადვოკატთან ერთად შევხვდე''- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ისაუბრა იმ ეჭვებზე,  რაც პროკურატურის მიმართ გამაჩნია. მან პროკურატურის მიერ სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ შოთაძის უწყებას იმ ჯგუფთან ერთად შეხვდება, რომელსაც თავად შექმნის.

ზაზა სარალიძემ გუშინ პროკურორის მიერ მტკიცებულებების გასაჯაროვებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პროკურორ კაპანაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი