ცენტრალური დონეზე ინსტიტუტების მუშაობით კმაყოფილება მცირდება, ადგილობრივ დონეზე კი იზრდება. IRI კვლევის თანახმად, პოლიციისადმი ნდობა ბოლო კვლევის თანახმად შემცირებულია.
"არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ქართული პოლიცია აღიქმებოდა კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითად, თუმცა უკანასკნელმა კვლევამ გვაჩვენა აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ ნდობის კლება, რაც ყურადსაღებია და სავარაუდოდ, დაკავშირებულია საზოგადოებაში გავრცელებულ აღქმასთან, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყანაში კორუფციისა და კრიმინალის დონე გაიზარდა" - განაცხადა IRI ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა.
ბოლო კვლევის მიხედვით, პოლიციისადმი გამოკითხული საზოგადოების ნდობა შეადგენს 50% , უწყებას არ ენდობა 43%. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2013 წლის მასის მონაცემებით პოლიციას გამოკითხული მოსახლეობის 88% ენდობოდა.
ამავე პერიოდთან შედარებით, საზოგადოება ნდობა დაეცა სხვა ინსტიტუტების მიმართაც, მათ შორის მინისტრო კაბინეტისადმი შემცირდა 45%, პარლამენტისადმი 47%, პროკურატურისადმი 24% და სასამართლო სისტემის მიმართ 30%-ით.
მონაცემების შეგროვება 2018 წლის 10-დან 22 აპრილის შუალედში მოხდა, გამოკითხული იქნა საარჩევნო უფლების მქონე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტი 71%. ცდომილების ზღვარი 2.5%.