ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში

12 ივლისი 2016, 00:00 3795 ნახვა

15 ხმით დღეს ცვლილება შევიდა ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, ის მილიონ 63 ათასი ლარით გაიზარდა. თანხა ძირითადად ინფრასქრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. გარდა ამისა, მილიონი ლარი მოხმარდება ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩაზე 55 ნომერში მდებარე 5 სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე ახალი სახლის მშენებლობას. ბიუჯეტში უკვე გაწერილი მილიონი ლარი სარეაბილიტაციო სამუშაოებს უნდა მოხმარებოდა, მოლაპარაკებების შედეგად კი გადაწყდა რომ ამ თანხით მობინადრეებისთვის ახალ სახლს ინვესტორი ააშენებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი