სირიის გადაწყვეტილება-შეფასებები პარლამენტში

30 მაისი 2018, 00:00 1460 ნახვა

სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას -აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. წინდაუხედავი და ცუდი რჩევით გადადგმული ნაბიჯი უწოდა უწყების პრეს-სპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა ასადის რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

როგორ აფასებენს პარლამენტში სირიის გადაწყვეტილებას და საქართველოს პასუხს ამ ქმედებაზე? – საკითხს დეპუტატები აფასებენ. შეგახსენებთ, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა გუშინ აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში