ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ზესოფელში, კუჭულაში, ინაშარიძეებში, აქუცაში და გულებში გვიან ღამით ძლიერი სეტყვა მოვიდა, რამაც ერთწლოვანი კულტურები და მრავალწლოვან ნარგავები დააზიანა. სტიქიამ მნიშვნელოვნად დაზიანა შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები.
ელექტროენერგია არ მიეწოდება ზვარისა და დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულებს, ასევე სოფელ კოკოტაურსა და გეგელიძეებს. ამ დროისთვის ელექტროენერგია ყველა აბონენტთან ჩართულია.
ქედის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია.
ვიდეო ქედის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზეა განთავსებულია.
განახლებული: