შსს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით

29 მაისი 2018, 00:00 1660 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ბრალდებულისგან დნმ-ს ნიმუშის აღების ფაქტია ასახული.

ბრალდებულმა უარი განაცხადა ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რის გამოც მისგან დნმ-ის, ოფლისა და ნერწყვის ნიმუშის იძულებით აღება განხორციელდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. რისი ჩანაწერიც მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და კანონის მოთხოვნათა დაცვით გამომძიებლის მიერ გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს. 

განახლებული:

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი