ბიზნესმენი, რომელიც ინერტული მასალების მოპოვებით იყო დაკავებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ მაშინ დააკავა, როდესაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელს ქრთამის სახით 3 ათას ლარს აძლევდა.
აყვანის ოპერაცია გურიაში ჩატარდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა გ. ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში მფარველობის სანაცვლოდ, გარემოსდაცვითი პატრულირებისა უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ალექსი გ-ს ქრთამის სახით 10 000 ლარს სთავაზობდა. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ვაჟა გ. შეთავაზებული ქრთამის ნაწილის - 3000 ლარის გადაცემის მომენტში ბრალდებულის სახით დააკავეს.
უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით, ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ფოტო: არქივი