აგილერას კონცერტისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

12 ივლისი 2016, 00:00 4116 ნახვა

შეკვეთილში ბლექ-სი არენას სცენაზე დაგეგმილ კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ელექტრონულად, მისი ფასი 50-დან 600 ლარამდე იქნება. კრისტინა აგილერა საკონცერტო დარბაზ ბლექ-სი არენას კონცერტით 30 ივლისს გახსნის. კონცერტზე დასწრების საშუალება 9 ათას 500-მდე მსურველს მიეცემა. აგილერა საქართველოში სპეციალურად ბლექ-სი-არენას გახსნისთვის ჩამოფრინდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი