ინგლისელები საქართველოში პირველად შავი ზღვის სანაპიროებზე 1918 წლის 29 ნოემბერს გამოჩნდნენ. ამ დღეს კრეისერი “ლივერპული” და ორი ნაღმოსანი სოხუმში შევიდნენ, მეორე დღეს - ფოთში, ხოლო 1 დეკემბერს - ბათუმში.
დეკემბერშივე ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა ინგლისის 5 გემი 15-20 ათასკაციანი ჯარით. მუდროსის ზავის თანახმად, მათ დაიკავეს ბათუმი და მისი ოლქი, დააწესეს საოკუპაციო რეჟიმი. ბრიტანეთის ოკუპაცია ბათუმში 1920 წელს დასრულდა.