40 000 ევროს გრანტი ცესკოს

12 ივლისი 2016, 00:00 2709 ნახვა

ცესკო ევროპის საბჭოდან 40 ათას ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს. საარჩევნო პროგრამა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლის სამოქმედო გეგმის ნაწილია და მიზანი საარჩევნო ადმინისტრაციის აღმასრულებელი, ფუნქციონალური და მენეჯერული შესაძლებლობების გაძლიერებაა. საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გარდა, ევროსაბჭოს პროგრამა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობას და არჩევნების პროფესიული დაკვირვების კუთხით ადგილობრივი დამკვირვებლების მომზადებასაც ითვალისწინებს. პრიორიტეტებს შორისაა პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ზრდა, ცნობიერების გაზრდა ეროვნულ უმცირესობებსა და ახალგაზრდებ შორის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი