დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხულოში მსველელობით - ეროვნული სამოსითა და დროშებით მემედ აბაშიძის ქუჩიდან დაიწყო. ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური რეწვისა და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ბავშვებმა კი ქვაფენილზე ცარცით -მათი თვალით დანახული საქართველო დახატეს.
გაიმართა სპორტული თამაშები. დღის მეორე ნახევარში ღონისძიების დასკვნით ნაწილში კულტურული ღონისძიებები ჩატარდება , რომელშიც ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას, ღონისძიებებში ჩაერთვებიან ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები.