აპრილის ბოლოს პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ კარიერული სქემის ფარგლებში, მასწავლებლებს ხელფასი 1-ელი აპრილიდან გაეზარდათ. მისივე განმარტებით, კიდევ 50 ლარით გაიზრდება საბაზო ხელფასიც. მასწავლებელთა ხელფასის მომდევნო ზრდა 2017 წელს 1-ელი იანვრიდან განხორციელდება.